Робота для біженців з України
SMM მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SMM მენეჯერი
მომწოდებელი: სამკურნალო ცენტრი სიმეტრია
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
ჩვენ ვართ სამედიცინო ცენტრი "სიმეტრია", რომელიც მკურნალობს საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს.. ჩვენი მიზანია არა სიმპტომების, არამედ ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მკურნალობა, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მეთოდის გამოყენებით, ყოველგვარი მედიკამენტისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე.

ვიწვევთ სამუშაოდ ნიჭიერ და კრეატიულ SMM მენეჯერს, რათა შემოუერთდეს ჩვენს მეგობრულ გუნდს საქართველოში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წელზე მეტი გამოცდილება (ესთეტიკის ან მედიცინის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** SMM მუშაობის საფუძვლიანი ცოდნა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** ტრაფიკის და აპლიკაციების გენერირების უნარი
** შემოქმედებითი მიდგომა და ყურადღება დეტალებზე
** კლიენტებთან კომუნიკაციისა და მათი მოთხოვნის გაგების უნარი
** სოციალური მედიის ტენდენციების თვალყურის დევნა

მოთხოვნა:

** SMM სტრატეგიების შემუშავება, რეალიზაცია და მონიტორინგი
** ყოველთვიური გეგმის შესრულება პაციენტების კონსულტაციებზე მოზიდვისთვის. განაცხადების გენერირება სოციალური ქსელების საშუალებით: მუშაობა პლატფორმებთან Instagram, Facebook, TikTok, Telegram და YouTube ახალი კლიენტების მოსაზიდად.
** კონტენტის შექმნა და გამოქვეყნება: კონტენტგეგმის, სცენარების, ტექსტების დაწერა, რეგულარული მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა, მონტაჟი და გამოქვეყნება.
** ანალიტიკა: SMM-კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგი და ანალიზი, რეკომენდაციების მოწოდება მათი გაუმჯობესების მიზნით.
** ინფლუენსერებთან ურთიერთობა, ერთობლივი პროექტების ორგანიზება
** მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა
** აქტიური მონაწილეობა შეთავაზებების შექმნაში ტრაფიკისა და კონვერსიის გაზრდის მიზნით
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ხელფასს (ფიქსირებული + KPI)
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** საინტერესო და მრავალფეროვან დავალებებს
** გრძელვადიანი თანამშრომლობას

კონტაქტი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr.symmetria.ge@gmail.com. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "SMM მენეჯერი"

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები"სარეაბილიტაციო კლინიკა სიმეტრიას" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"სარეაბილიტაციო კლინიკა სიმეტრია" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე