დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
სამკურნალო ცენტრი სიმეტრია
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
სამედიცინო ცენტრი "სიმეტრია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
** კლინიკის მეთოდებისა და სერვისების პრეზენტაცია ექიმებისთვის.
** საინფორმაციო ვიზიტების განხორციელება ექიმებთან .
** კლიენტთა ბაზასთან მუშაობა, გრძელვადიანი პარტნიორობის შენარჩუნება და განვითარება.
** კომპანიის სახელით მონაწილეობა კონფერენციებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში კლინიკის მომსახურების პოპულარიზაციის მიზნით.
** სამედიცინო მომსახურების ბაზრის რეგულარული მონიტორინგი, კონკურენტული გარემოს შესწავლა და ანალიზი.
მოთხოვნები:
** სამედიცინო განათლება (უმაღლესი ან საშუალო სპეციალობა).
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება.
** სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნა, სამედიცინო პროდუქტებისა და სერვისების პრეზენტაციის უნარები.
** განვითარებული კომუნიკაციის უნარები, მოლაპარაკების უნარი და ნდობით აღჭურვილი ურთიერთობების დამყარება.
** აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია, პასუხისმგებლობა და ორგანიზაცია.
** სასურველია საკუთარი მანქანა
სამუშაო პირობები:
** კონკურენტული ხელფასი (ხელფასი + პრემიები გაყიდვების შედეგების მიხედვით).
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები.
** მუშაობა სტაბილურ კომპანიაში, ბაზარზე 10 წელზე მეტი გამოცდილებით.
** კორპორატიული ტრენინგი და მხარდაჭერა.
** ოფიციალური დასაქმება.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში!
სამუშაო საათების, ანაზღაურების და სხვა დეტალების ინფორმირება მოხდება ინდივიდუალურად, გასაუბრების დროს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr.symmetria.ge@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება).
|
|
|
|