დასახელება:
გარე გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ასაი ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
"ასაი ჯგუფი" გუნდი ეძებს ახალ წევრს - გარე გაყიდვების მენეჯერს!
"Asai Group • ასაი ჯგუფი" არის საქართველოში დაფუძნებული წამყვანი კომპანია, რომელიც მუშაობს სამრეწველო აღჭურვილობისა და სამშენებლო მასალების სექტორში. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან, იმ რეგიონებში, სადაც სამრეწველო საქმიანობისთვის საჭიროა ხარისხიანი პროდუქცია.
ჩვენ არა მხოლოდ ვაწვდით პროდუქტებს, არამედ ვთავაზობთ მათ სრულ სერვის, მოვლასა და ინსტალაციას. ჩვენს ექსპერტთა გუნდთან და პრობლემის გადაწყვეტის პარტნიორების ფართო სპექტრთან ერთად, ჩვენ გთავაზობთ სწრაფ, საიმედო და პროფესიონალურ მომსახურებას სხვადასხვა სექტორის საჭიროებებისთვის. როგორც ასაი ჯგუფმა, დავიკავეთ მყარი ადგილი ქართულ ბაზარზე ჩვენი ძლიერი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური მხარდაჭერით, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.facebook.com/ASAIGROUPLtd
სამუშაო განრიგი:
** 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 3500 ლარი (ფიქსირებული 1500 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ დაგენერირებული ბონუსი - 2000 ლარი)
** შიდა სასწავლო სისტემა
** სატელეფონო ლიმიტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაოს აღწერა:
** მომხმარებლებთან შეხვედრა, რომლებსაც სურთ ჩვენი პროდუქტის შეძენა (გასვლითი ვიზიტები);
** გასვლითი ვიზიტების დაგეგმვა;
** პროექტების სრულყოფილად შესწავლა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ხელშეკრულების დადება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი;
** კომპანიის საქმიანობის სფეროს კარგად ცოდნა (გაყიდვების პორტფელში არსებული ასორტიმენტი; გაყიდვების პოლიტიკა და სხვა);
** არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
მოთხოვნები:
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** სასურველია თურქული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** პოზიცია ითვალისწინებს გასვლით ვიზიტებს, ამიტომ აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად (საწვავის და ცვეთის ხარჯებს აანაზღაურებს კომპანია)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: info@asaigroup.ge
სურვილისამებრ გაგვიზიარეთ თვენი პორტფოლიო.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|