დასახელება:
გამყიდველი/კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
Minimelts
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
"Mini Melts" ამერიკული ბრენდი, რომელიც 30 წლის წინ შეიქმნა და მსოფლიოს 50 ქვეყანაში იყიდება, ის არის კრიოგენული ნაყინის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და კვლავ რჩება მსოფლიო ლიდერად მის წარმოებაში. კომპანიის შემქმნელები და დამფუძნებლები, არიან ტომ მოსი და ნიკ ანგუსი, რომლებმაც ერთმანეთი კოლეჯში გაიცნეს, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ატარებდნენ წარმატებულ ექსპერიმენტებს ნაყინის დამზადებაში. მალევე მათ დააპატენტეს მათ მიერ გამოგონილი
მეთოდი.
ნაყინის კრიოგენული გაყინვის კონცეფცია (გაყინვისთვის უკიდურესად დაბალი ტემპერატურის გამოყენება) შესანიშნავი გზაა ნაყინის გემოს შესანარჩუნებლად მართლაც უნიკალური მეთოდით. პირველ რიგში, ცნობილია, რომ რაც უფრო სწრაფად იყინება პროდუქტი, მით უკეთესია მისი გემო. თხევადი აზოტის გამოყენებით, ჩვენ ვყინავთ ნაყინს რამდენიმე წამში.
"Minimelts" ნაყინი არ შეიცავს ხელოვნურ კონსერვანტებს ან გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს. ცისარტყელას ფერები ბუნებრივი საკვები საღებავების გამოყენების შედეგია.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** კლიენტებისთვის პროდუქციის გაცნობა
** შეკვეთის მომზადება
** ობიექტზე არსებული მარაგების კონტროლი და განაწილება
** სამუშაო ადგილზე ჰიგიენის უზრუნველყოფა
კანდიდატისთვის საჭირო თვისებები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოტივირებული გაყიდვების გაზრდაზე
** უნდა ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** სტუდენტებისთვის ხელშეწყობა
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი რეალიზაციიდან
მსურველები დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ: info@minimelts.ge; +99577449433
|
|
|
|