Робота для біженців з України
სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ბეიქერსი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
საკონდიტრო საწარმო "ჯორჯიან ბეიქერს"-ი აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენელ/პრისეილერის პოზიციაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ.გამრეკელის #19;
** სამუშაო ტერიტორია: თბილისი და თბილისის შემოგარენი.
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00 საათი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 + ბონუსი + ავტომობილის ცვეთის ანაზღაურება + საწვავი;

ბონუსის გამოთვლა:

** ნავაჭრის 70% - 80% - ბონუსი 2.5%;
** ნავაჭრის 80% - 90% - ბონუსი 3%;
** ნავაჭრის 100 %-მდე 3.5%;
** ნავაჭრის 100 % და მეტი 4%;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა;
** გაყიდვების წარმოება ტეტე მაღაზიებში და მუდმივი მუშაობა მაჩვენებლის ზრდაზე;
** პოტენციური კლიენტის მოძიება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი;
** სავაჭრო წერტილში პროდუქციის ფასის კონტროლი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შპს "ჯორჯიან ბეიქერსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე