Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: Houzer Group
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
"Houzer Group" არის უძრავი ქონების კომპანია, რომელიც ბიზნესს სთავაზობს პარტნიორობას, დეველოპერული პროექტების მართვას, მარკეტინგულ მხარდაჭერასა და საინვესტიციო შესაძლებლობებს.

ვაკანსია - გრაფიკული დიზაინერი სრული განაკვეთით

მოვალეობები:

** უძრავი ქონების ობიექტების სარეკლამო მასალების (ბუკლეტები, ფლაერები, ბანერები) შექმნა.
** პრეზენტაციის მომზადება ციფრულ/არაციფრულ სივრცეში
** თანამშრომლობა მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან სტრატეგიის აღსრულებისთვის
** ვიზუალური ბრენდინგი
** კომპანიის ბრენდინგის დაცვა და ერთგვაროვანი სტილის შენარჩუნება ყველა სარეკლამო მასალაში
** ციფრული ილუსტრაციების შექმნა
** AI ინსტრუმენტების გამოყენება
** სოციალური ქსელებისთვის და Google-ის კონტენტის შექმნა
** საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა:
** Adobe Creative Suite (Photoshop, Illustrator, InDesign) - სრულყოფილად.
** კრეატიულობა და ინოვაციური იდეები
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობა და დროის მართვის უნარი.
** პორტფოლიო, რომელიც ასახავს საუკეთესო ნამუშევრებს.

უპირატესობად ჩაითვლება:

** 3D Max, SketchUp ან Blender
** უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** უპირატესობად ჩაითვლება მულტი-ტასქინგი. ვებ-დიზაინის და UX/UI-ის ცოდნა.
** ვიდეოგრაფიის და ანიმაციის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ და მზარდ ხელფასს (1500+ ლარი), რომელიც დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
** დამატებით ბონუსებს წარმატებული პროექტებიდან და გაყიდვებიდან პროცენტს (ბონუსი 1, 500-7, 000 ლარი).
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

თუ თვლით, რომ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: houzerg@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე