დასახელება:
მექანიკოსი
|
მომწოდებელი:
ბარამბო
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.
ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოო დანადგარების პროფილაქტიკური მომსახურება;
** დანადგარების ელექტრო/მექანიკური და სხვა სახის შეკეთება და რემონტი;
** ავარიული შემთხვევების დროული ლიკვიდაცია;
** შრომისა და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა
** წინსვლისა და განვითარებისკენ სწრაფვა.
სამუშაო ადგილი: სოფ.ნატახტარი
თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 591917475
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ბარამბო" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|