Робота для біженців з України
სომელიე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სომელიე
მომწოდებელი: სასტუმრო Ibis Styles Old Tbilisi
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
"ibis Styles Old Tbilisi" Accor-ის ჯგუფის დიდი ოჯახის ახალი წევრია, რომელიც მდებარეობს თბილისის გულში, გარშემორტყმულია არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.

სასტუმროს აქვს 67 განსაკუთრებული, ქართული ანბანის თემატიკაზე აგებული დიზაინის ნომერი, და ღვინის ბარი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე.

მისამართი: თბილისი, კოტე აფხაზის ქ. N39

სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას სომელიეს პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას ღამის საათებში;
** ჩვენ ქსელურ ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და ღვინის ასორტიმენტის შეთავაზება მათი გემოვნების შესაბამისად, არჩევანის გაკეთებაში დახმარება.
** პროფესიონალური რეკომენდაციების გაცემა
** შეფ მზარეულთან თანამშრომლობა, სპეციალური ღონისძიებებისთვის ან სეზონური შეთავაზებებისთვის მორგებული ღვინის მენიუს შესაქმნელად
** უნიკალური და ექსკლუზიური კოლექციის შექმნის მიზნით, ღვინის სანდო მომწოდებლებთან შერჩევა და შესყიდვა
** ღვინოზე ფოკუსირებულ ღონისძიებების, როგორიცაა დეგუსტაცია, სემინარები და მსგავსი აქტივობების, დაორგანიზება და მასპინძლობა,
** ღვინის გაყიდვების გაზრდის სტრატეგიების შემუშავება
** ღვინის კონსულტანტების ინტეგრაციისა და დატრენინგების პროცესში ჩართულობა და მათი უნარ-ჩვევების განვითარების პროცესის ხელშეწყობა
** სასტუმროს ყველა სერვისისა და სპეციალური შეთავაზებების ცოდნა, და სტუმრისთვის შეთავაზება
** გაყიდვების დეპარტამენტიდან მიღებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა
** ინოვაციური და კრეატიული მიდგომით გაყიდვების ზრდაში წვლილის შეტანა
** დანაკარგებისა და მსხვრევის მინიმუმამდე დაყვანა, აღწერა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება
** აღჭურვილობის ინვენტარიზაციის წარმოება და შემავალ და გამავალ ნივთებზე F&B მენეჯერთან კოორდინაციით თვალყურის დევნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ საჭირო ინგლისური ენის ფლობა

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი
** დეტალებზე, სერვისზე და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური მოთამაშე, მოტივატორი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/СV შემდეგ ელ.მისამართზე: hb9k7-hr@accor.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც გსურთ თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi "-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე