დასახელება:
გაყიდვების წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
OnePrice
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. "OnePrice" მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს.
https://oneprice.ge/
"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების მაქსიმალური ორგანიზება
** გაგზავნილი პროდუქციის დროული გადახდების უზრუნველყოფა
** კლიენტებისგან ნაღდი ფულის აღება (უნაღდო გზავნილების კონტროლი)
** კლიენტებისგან შეგროვებული თანხის დროული ასახვა კომპანიის სალაროში
** კლიენტების მონახულება დაგეგმილი მარშრუტის მიხედვით;
** გაყიდვების მოცულობის გეგმის შესრულება;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** ასორტიმენტის მუდმივი ხელმისაწვდომობის კონტროლი საცალო ობიექტებში;
ძირითადი მოთხოვნები:
** მნიშვნელოვანია გაყიდვების სფეროში გამოცდილება მინიმუმ 1 წლით;
** აუცილებელია "B" კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის არსებობა;
** მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
სამუშაო პირობები:
** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მოკლე დროში დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@oneprice.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !
|
|
|
|