დასახელება:
სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
OnePrice
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მაშტაბით. "OnePrice" მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს.
https://oneprice.ge/
"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების გუნდის მართვა, ჯგუფის მუშაობის კოორდინირება, დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი პროფესიული უნარების განვითარების მიზნით ტრენინგების ჩატარების ორგანიზება;
** გუნდის მუშაობის კონტროლი, შედეგების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესების გეგმის განსაზღვრა;
** გუნდის მუშაობის შესახებ მენეჯმენტისთვის რეპორტინგი;
** პერსონალის შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
ძირითადი მოთხოვნები:
** მნიშვნელოვანია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საკუთარი ავტომობილის ქონა, B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** გუნდის მართვისა და კონტროლის გამოცდილება;
სამუშაო პირობები:
** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მოკლე დროში დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@oneprice.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|