Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: საბუდარა
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
წარმოების ზრდიდან გამომდინარე შპს "საბუდარა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მეფრინველების სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს საბუდარა/ქართული ფრიველი 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრიველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით. საბუდარა 2024 წლის მონაცემებით არის წიწილისა და საინკუბაციო კვერცხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი საქართველოდან.

თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოტივირებული პიროვენება და გაქვს სურვილი - ჩვენთან ერთად შექმნა შენი განვითარების ისტორია, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე!

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
დასაქმების ტიპი: სრული;
ანაზღაურება: 3000 - 4000 ლარამდე (კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე);
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ფუნქცია მოვალეობები:

(კომპანიის ბუღალტერთა გუნდი შეადგენს 4-5 დასაქმებულს)
** ბუღალტერთა გუნდის მართვა და მონიტორინგი;
** საბუღალტრო საქმიანობის ბუღალტერიის თანამშრომლებზე გადანაწილება და დავალებული სამუშაოს შესრულების კონტროლი;
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება დადგენილ ვადებში;
** საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით, მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** თვის/წლის დახურვის პროცესების უზრუნველყოფა, დაგდგენილი ვადების დაცვა;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის დროს, კომპანიის სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების დაცვით;
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების აღრიცხვა, კლასიფიკაცია, მონიტორინგი;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების აღრიცხვა, მონიტორინგი;
** სასაქონლე და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა, მონიტორინგი;
** სალარო ნაშთების კონტროლი;
** შესაძლო საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება, შეძლებისამებრ აღმოფხვრა;
** საპენსიო სააგენტოში გასაგზავნი ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება ან/და შემოწმება და წარდგენა;
** ყოველკვარტალური/ყოველწლიური სტატისტიკური კითხვარების მომზადება ან/და შემოწმება და წარდგენა;
** მიმდინარე გადასახადების კონტროლი;
** კომპანიის ყველა თანამშრომელთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი სხვა ფუნქციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel);
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა.
** უპირატესობად ჩაითვლება მუშაობის გამოცდილება წარმოების სფეროში;

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი.
** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ, კარიერულ განვითარებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კვებას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სურვილისა და ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში კომპანია ხელს შეუწყობს დასაქმებულს გადამზადებას;

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, დავით აღმაშენებლის ქუჩა 2, 2 კილომეტრი (ყოფილი ზოოვეტ ინტიტუტის მოპირდაპირე მხარეს) Facebook გვერდზე (FB საბუდარა.Sabudara) დართული გვაქვს რუკაც თვალსაჩინოებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს / ან მოგვწერეთ FACEBOOK (Sabudara / საბუდარა)გვედზე.

გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ პოზიცია
ტელ: 595 05 45 10 / 599 50 22 86

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე