დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Smart Support
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
"SMART Support" ეძებს კანდიდატს საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე, ერთ-ერთი უძრავი ქონებისა და ინვესტირების მიმართულებით მოღვაწე კომპანიისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უძრავი ქონების ოპერირებისთვის საჭირო პროცესების დაგეგმვა, მართვა, ოპერაციების კონტროლი;
** მომსახურე/კონტრაქტორი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** უძრავი ქონების დაზღვევის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევების კოორდინაცია სადაზღვევო კომპანიასთან, ზარალების მართვა, ანაზღაურების პროცესის კოორდინაცია;
** უძრავი ქონების ობიექტების წლიური საოპერაციო ბიუჯეტების დაგეგმარება და შესრულების კონტროლი, ოპტიმიზაცია;
** უძრავი ქონების მართვის შემდეგების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური რეპორტინგი;
** აქტიური თანამშრომლობა უძრავი ქონების ობიექტების მეინთენანსის ადგილობრივ გუნდებთან და სხვა ჩართულ კოლეგებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უძრავი ქონების მართვის მიმართულებით გამოცდილება, მინიმუმ 3 წელი
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება რამდენიმე ქონების, მათ შორის განსხვავებული პროფილის ქონებების მართვის მიმართულებით (სასურველია გამოცდილება საოფისე, კომერციული და/ან სასტუმროს ინდუსტრიის)
** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (B2).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ბმულზე: https://shorturl.at/9oR2l
|
|
|
|