დასახელება:
Direct მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
უნისონი
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს Direct მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ძირითადი მოვალეობები:
** მიზნობრივი აუდიტორიის იდენტიფიცირება - ბაზრის კვლევა, სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა და მომხმარებელთა ბაზის სეგმენტაცია;
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სეგმენტირებული შეთავაზებების მომზადება და გაკეთება შესაბამის პოტენციურ მომხმარებლებთან;
** გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებისთვის არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და დამატებითი გაყიდვების არხების შესაძლებლობების მოძიება;
** მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი პროდუქტის ან მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია, ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** ეფექტური კომუნიკაციის არხების გამოყენება (Email Marketing, Telemarketing, SMS და მობილური შეტყობინებები, სოციალური მედია და ონლაინ რეკლამა);
** რესურსების ოპტიმალური გამოყენება და მაქსიმალური ROI (ინვესტიციის უკუგება);
** აქტიური ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის, როგორც გაყიდვების მიმართულებით ასევე კვლევების კუთხით დაგეგმილი აქტივობების კოორდინირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებული სფეროს ბაკალავრის ხარისხი;
** სასურველია დამატებითი კურსები ან სერტიფიკატები პირდაპირი მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის ან მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება პირდაპირი მარკეტინგის, გაყიდვების ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში;
** Excel-ისა და მონაცემთა ანალიზის პროგრამებში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** სადაზღვევო სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები და კომპეტენციები:
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და ურთიერთობების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, წერილობითი და ვერბალური ფორმით;
** მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და კრეატიული აზროვნების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Direct მარკეტინგის მენეჯერი
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|