Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ვესტელი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
კომპანია შპს "მატექს ჯორჯია", "Vestel"-ის ბრენდის საოჯახო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე სათაო ოფისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ 156, ვესტელის სათაო ოფისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ორშაბათი- პარასკევი 9:30-18:30 (ერთი საათი შესვენება)
სტაჟირება: 2 დღე (არაანაზღაურებადი);

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი (ორი თვე გამოსაცდელი პერიოდით), ორი თვის შემდგომ 1100 ლარი ხელზე ასაღები თანხა, რომელსაც გამოაკლდება 2 % საპენსიო ფონდის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროების მიხედვით გადამისამართება;
** ელექტრონული ფოსტის მართვა;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის, აღრიცხვა და გადამისამართება;
** სტუმრების მიღება, შეხვედრების ორგანიზება;
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა (ტაქსის გამოძახება, ბილეთების და სასტუმრო ჯავშნების გაკეთება და სხვა);
** სამეურნეო შეკვეთის შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვადასხვა დავალების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველება
** სასურველია თურქული ან/ ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია, B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი და კეთილგანწყობილი
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე
** დეტალებზე ორიენტირებული
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე

ბენეფიტები:

** გთავაზობთ გუნდურ გარემოს;
** ვესტელის და მანამოს პროდუქციაზე თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ ფასდაკლებებს;
** თურქული ენის შემსწავლელი კურსების დაფინასებას;
** მუდმივ ხელშეწყობას კარიერული და პიროვნული ზრდისთვის;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@mateks.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების დროს შემოწმდება კანდიდატის უცხო ენების ცოდნის დონე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე