Робота для біженців з України
ბარმენი/პერსონაჟი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი/პერსონაჟი
მომწოდებელი: ბარი ამბავი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
ბარი "ამბავი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენი/პერსონაჟის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა, თავისუფლების მოედანთან.
სამუშაო გრაფიკი: 18:30-02:00 (დღე გამოშვებით, თვეში საშუალოდ 10/15 დღე)
ანაზღაურება: შეთანხმებით - საშუალოდ დღიურად 50-70 ლარი (თიფის გარეშე, ხელზე ასაღები)
ტრანსპორტირებას დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს.

მოთხოვნები:

** ემოციური ინტელექტი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
** უცნობ ადამიანთან კარგი კომუნიკაციის უნარი
** ენთუზიაზმი
** ესთეტიკის (მათ შორის, ბარის ესთეტიკის) სიყვარული
** სამუშაო, ემოციური და ფიზიკური ჰიგიენის დაცვის უნარი

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა (აუცილებელია) - ის ვისაც შეუძლია გართობის სფეროში დასაქმებისას დარჩეს საქმიანი
** კეთილსინდისიერება

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: masterpakku.x@gmail.com. ორი სიტყვით მოტივაციასაც თუ მოგვწერთ, მეტი შანსია.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე