Робота для біженців з України
ქონებრივი სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების უმც. მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქონებრივი სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების უმც. მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ქონებრივი სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე ქონებრივი სადაზღვევო შემთხვევების მართვის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** ქონებრივი სადაზღვევო პროდუქტის ფარგლებში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების რეგულირება;
** დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება და მათი სამართლებრივი ანალიზი;
** მოძიებულ, შესწავლილ ინფორმაციაზე დაყრდნობით სადაზღვევო შემთხვევებთან დაკავშირებით რეკომენდაციის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გაცნობა;
** აქტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარყოფითი დასკვნის შესახებ წერილის მომზადება, ვიზირებისა და გაგზავნის კოორდინაცია;
** დოკუმენტაციის დაარქივება და პერიოდულად არქივირების სამსახურისთვის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში იურისტ-ანალიტიკოსის დახმარება, მისი კონკრეტული დავალებებისა და მითითებების შესრულება;
** სხვა დაზღვევის პროდუქტებთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებების შესრულება და საქმიანობის განხორციელება;
** საექსპერტო დაწესებულებებთან ურთიერთობა და მათი მომსახურების ანაზღაურების საკითხების მოგვარება;
** სადაზღვევო შემთხვევების კომიტეტზე განსახილველი ქეისების მომზადება და მათი გატანის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მნიშვნელოვანია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული ან/და სადაზღვევო მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** გამართულად წერის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 24 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ქონებრივი სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების უმცროსი მენეჯერი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე