Робота для біженців з України
დაზღვევის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაზღვევის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #20
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** კომუნიკაციის წარმოება კომპანიის არსებულ კლიენტებთან;
** კლიენტისგან ხელშეკრულების მოსამზადებლად საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა;
** კლიენტთან გასაგზავნი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოწესრიგება, შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის გაგზავნა;
** საჭიროებისამებრ ანგარიშების წარმოება და შედეგების მიწოდება გაყიდვების და ჯგუფის მენეჯერისთვის;
** კლიენტებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV 2025 წლის 24 თებერვლის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "დაზღვევის მენეჯერის ასისტენტი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე