Робота для біженців з України
უფროსი ფინანსური აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ფინანსური აუდიტორი
მომწოდებელი: სფაი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 01 მარტი
აუდიტორული კომპანია "სფაი ჯორჯია" (SFAI Georgia) ეძებს გუნდის ახალ წევრს უფროსი ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური აუდიტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაო ფაილების მომზადება;
** კლიენტთან კომუნიკაცია;
** გარიგების გუნდის წევრების სამუშაო ფაილების დეტალური გადახედვა;
** აუდიტის მიმდინარეობის შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** გარიგების გუნდის წევრების შეფასება;
** ფირმის თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების კარგი ცოდნა და მისი მუდმივი განახლება;
** ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტების ცოდნა და გამოყენება;
** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების ან/და აუდიტის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ACCA კვალიფიკაციაზე ზრუნვა;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 1 მარტამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sfai.ge. გთხოვთ, განაცხადის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: https://www.sfai.ge/

ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის.

აუდიტორული კომპანია სფაი ჯორჯია მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე