Робота для біженців з України
ბარ-მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარ-მენეჯერი
მომწოდებელი: ვაინ ნოთ
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
"Wine Not? Bar and Kitchen"-ის გუნდში გასაწევრიანებლად ვეძებთ ბარ-მენეჯერს, ნახევარ განაკვეთზე:

პასუხისმგებლობა:

** ბარის მენეჯმენტი
** ბარის მენიუს შედგენა: კალკულაციები
** მომწოდებლების მოძიება და განახლება
** ბარის შეკვეთების განხორციელება, მარაგების კონტროლი/უზრუნველყოფა
** კვირაში ერთხელ ინვენტარიზაცია და ბუღალტერთან შედეგების შედარება/ანალიზი
** ბარის გამართულ მუშაობაზე, მოწესრიგებულობაზე პასუხისმგებლობა
** ბარის მენიუს ტექნიკური ბარათების შექმნა
** მომხმარებლის შეფასების, უკუკავშირის შედეგად ბარის მენიუს დახვეწა და განახლება საჭიროების შემთხვევაში ან სეზონურად
** ღვინის ტრენინგების გავლა რესტორნის სომელიესთან
** რესტორნის კონცეფციის ცოდნა და გადაცემა მომხმარებლისთვის
** კომუნიკაბელური, მეგობრული გარემოს შექმნა და რესტორნის სტანდარტების შესაბამისი მომსახურება
** ბრენდის მიმართ სტუმრების კეთილგანწყობის ამაღლება მაღალი ხარისხის, დროული, ყურადღებიანი მომსახურების ხარჯზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა
** ბარ-მენეჯერად მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ან ბარში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის გამართულად - სასაუბრო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** ღონისძიებებზე დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: winenotgeorgia2@gmail.com; სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე