Робота для біженців з України
გუნდის წევრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გუნდის წევრი
მომწოდებელი: MELT
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
თუ დაიღალე შაბლონური ვაკანსიებით, ერთფეროვანი სამუშაო მოთხოვნებით მაშინ ეს შემოთავაზება შენთვისაა.

"MELT" ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს პროფესიონალურ გუნდს სამზარეულოში.

კომპანია "Melt"-ი არის ინოვაციებზე ორიენტირებული გუნდისგან შემდგარი კომპანია, ჩვენი მიზანია ყოველდღიური ერთფეროვანი კერძები გადავაქციოთ დაუვიწყარ გამოცდილებად, პრემიუმ ინგრედიენტების, მდგრადი პრაქტიკის და მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდებით.

ვაკანსია: გუნდის წევრი
ადგილმდებარეობა: თბილისი

მოვალეობები:

** კერძების მომზადება და სერვირება რეცეპტების შესაბამისად
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
** პროდუქტების მიღება, შენახვა და ეფექტურად გამოყენება
** გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა

მოთხოვნები:

** სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო)
** ჰიგიენის ნორმების და დადგენილი სტანდარტების დაცვა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღება დეტალების მიმართ
** დროის ეფექტური მენეჯმენტი და მრავალფეროვან ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი და სწრაფი ადაპტაცია

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი პროგრესული კომპანიის გუნდის წევრი, ჩვენ დავაფასებთ შენს კრეატიულობას, თანამშრომლობას და უწყვეტ განვითარებას.

თუ მზად ხარ განთავისუფლდე ერთფეროვნებისგან და გახდე მრავალფეროვნების ნაწილი, გამოაგზავნე CV შემდეგ ელფოსტაზე: info@Melt.ge. გთხოვთ "subject"- ში მიუთითოთ "გუნდის წევრი".

MELT-ის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ:

https://www.melt.ge/
https://www.instagram.com/_____melt_____/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე