დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
სასტუმრო "Le Meridien Batumi" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება;
** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
საჭირო უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: natia.stambolishvili@marriott.com. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.
|
|
|
|