კომპანია "აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 5 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღაში, დუბაიში და მოსკოვში.
კომპანია "აპტოსი" ეძებს მიკრობიოლოგიური კონტროლის მენეჯერს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული ნედლეულის, შესაფუთი მასალების მიკრობილოგიური კონტროლი.
** საწარმო პროცესში, პროდუქტზე ბიო დატვირთვის კონტროლი.
** კონტროლირებად და სუფთა ზონაში მიკრობილოგიური და ჰიგიენური ნორმების კონტროლი.
** ტესტ მიკრო ორგანიზმების, დასაწყობების აღრიცხვის, ვარგისიანობის და პირველადი შეფუთვის მთლიანობის შემოწმება და კონტროლი.
** სტერილიზაციის პროცესის კონტროლი, ტესტების პარალელური წაკითხვა, და დადასტურება.
** მიკრობიოლოგიური კონტროლი სტერილიზაციის პროცესის ვალიდაციის/რევალიდაციის დროს.
** პროდუქტზე ენდოტოქსინების კვლევა;
** კომპანიაში ახალი მიკრობიოლოგიური, ჰიგიენური და ენდოტოქსიკური კვლევების დანერგვის კოორდინაცია და კონტროლი, ჰიგიენის ინსტიტუტთან ერთად.
აუცილებელი განათლება და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება, სამედიცინო მიკრობიოლოგიის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ამილახვარის 15;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00;
ჩვენ გთავაზობთ:
** კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საკომუნიკაციო პაკეტი.
დაინტერესების შემთხვევაში, 17 მარტამდე პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge; გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მიკრობიოლოგიური კონტროლის მენეჯერი.
დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|