Робота для біженців з України
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ბათესტა
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
სასტუმრო "ბათესტა" (Hotel Batesta), რომელიც მდებარეობს გ. კარტოზიას N14-ში აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე

მოვალეობები:

** სასტუმროს მომსახურების სტანდარტებისა და შინაგანაწესის გათვალისწინებით მოქმედება;
** სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება, გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** სამუშაო დღის დასრულებისას შემდეგი ცვლის ადმინისტრატორისთვის სრული ინფორმაციის გადაცემა;
** ანგარიშვალდებულება მენეჯერთან ყოველდღიურ რეჟიმში.

პროფესიული მოთხოვნები:

** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო საათები 20:00 საათიდან 10:00 საათამდე.
** ყოველი მესამე ღამე
** ანაზღაურება - 50 ლარი (ცვლა)

დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: batestahotel@gmail.com. გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ღამის ცვლის ადმინისტრატორი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 574 040 855
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე