Робота для біженців з України
ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
კომპანია "ალტა" წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე ლიდერ ტექნოლოგიურ ფლაგმანს, რომელიც ოპერირებს ყველა უმსხვილესი მსოფლიო ბრენდის საცალო გაყიდვების, დისტრიბუციის და მომსახურების მიმართულებით.

"ალტა"-ს შვილობილი კომპანია "ტექპოინტი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე;

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ნივთების (ლეპტოპებისა და პერსონალური კომპიუტერების) დიაგნოსტიკის/შეკეთების ინსტრუქციებისა და სტანდარტების გაცნობა;
** ლეპტოპებისა და პერსონალური კომპიუტერების დაშლა/აწყობა;
** განაწილებული ნივთების პრიორიტეტულობის მიხედვით დროულად და სტანდარტების დაცვით დიაგნოსტიკა/შეკეთება;
** დიაგნოსტიკის შედეგების შესაბამის ფორმაში გაწერილი სტანდარტების დაცვით ასახვა;
** დიაგნოსტიკის შემდეგ შესაბამის ერთეულებთან დასკვნის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
** დიაგნოსტიკის შედეგად მასალებზე/ნაწილებზე თხოვნის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან დაყენება დადგენილი ფორმით;
** სარემონტო სამუშაოების სტანდარტების/ინსტრუქციების მიხედვით დროულად ჩატარება;
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების /ხარვეზების შესახებ შესაბამის ერთეულთან კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრაში ჩართულობა;
** სარემონტო და დიაგნოსტიკური სამუშაოების ვადებთან დაკავშირებული შეფერხების თაობაზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დროული ინფორმირება და მიზეზების გაცნობა;
** ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებზე დეტალების/ინფორმაციის შესაბამის პროგრამაში დროული ასახვა;
** სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ ნივთის დეტალური შემოწმება და გამართულად მუშაობის დადასტურება;
** მასზე მიკუთვნებული საწყობის ნაშთის კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა;
** სხვა ფუნქციები, რომლის შესრულებაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულისთვის დასახული მიზნისა და ამოცანების მისაღწევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება ელექტრონიკის, მიკროელექტრონიკის, ინჟინერიის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** ოპერატიულ სისტემებთან (ვინდოუსი/ლინუქსი) მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის/დეტალების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ შეავსე სააპლიკაციო ფორმა ღილაკის მეშვეობით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე