Робота для біженців з України
HR სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სტაჟიორი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ რეზიუმეს გამოგზავნას!

აღნიშნულ სტაჟირებაზე კვალიფიკაციაზე მეტად, პიროვნულ მახასიათებლებს ვანიჭებთ უპირატესობას!
უმნიშვნელოვანესია:

** აღნიშნული სფეროს მიმართ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა;
** განსაკუთრებული ყურადღება და ორგანიზებულობა საბუთებთან, ადამიანებთან და კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში;
** თვითგანვითარებაზე მუშაობის უნარი;
** ინტერესი და მონდომება საკუთარი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
** ხელმძღვანელის მითითებების მოსმენა და გათვალისწინება;
** მუდმივი სწრაფვა გახდეს უფრო ორგანიზებული, კვალიფიციური და შედეგზე ორიენტირებული.

სტაჟირებაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** პირველი ეტაპის გასაუბრება;
** Excel-ის საბაზისო ტესტირება/ზოგადი უნარების ტესტირება;
** ფინალური ეტაპის გასაუბრება;
ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთო და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება:
** HR ადმინისტრირების პროცესში;
** კომპანიისთვის საჭირო ტალანტების შერჩევის პროცესში;
** მრავალფეროვან HR პროცესებში;

სტაჟირების ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა #133
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
სტაჟირების ანაზღაურება: 700 ლარი

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitapass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@madart.ge

რეზიუმეების მიღება განხორციელდება მიმდინარე წლის 21 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე