Робота для біженців з України
მიკრო ბიზნეს, აგრო და იპოთეკური სესხების ოფიცრის სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიკრო ბიზნეს, აგრო და იპოთეკური სესხების ოფიცრის სტაჟიორი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოდგენილია 32 ფილიალითა და სერვის ცენტრით, საქართველოს 13 ქალაქში. სვის კაპიტალის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რაც განპირობებულია ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და დასაქმებულთა განვითარების კომპლექსური სისტემით.

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების ვაკანსიას მიკრო ბიზნეს, აგრო და იპოთეკური სესხების ოფიცრის სტაჟიორის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

შერჩეული კანდიდატები შეძლებენ დაეუფლონ ბიზნეს დაკრედიტების ოფიცრის პროფესიას და მიიღონ დასაქმების შანსი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
** საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
** მარკეტინგული აქტივობებში მონაწილეობის მიღება; მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
** სტაჟირების პერიოდი: მაქ. 2 თვე.
** ანაზღაურებადი სტაჟირება (250 ლარი + ბონუსი).
** წარმატებულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს მიკრო ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - " მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ოფიცერი - ანაზღაურებადი სტაჟირება".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე