დასახელება:
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
|
მომწოდებელი:
დრიმლენდ ოაზისი
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი - აღმასრულებელი დირექტორი
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციული მიზნების გათვალისწინებით სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
** კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის მართვა.
** ფინანსური დაგეგმარება, ბიუჯეტირება და ხარჯების ოპტიმიზაცია.
** ბიზნეს სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება შემოსავლისა და მომგებიანობის ოპტიმიზაციის მიზნით.
** სასტუმროს, აპარტამენტების, რესტორნებისა და გასართობი სივრცეების ოპერაციების მართვა, ეფექტურობისა და ხარისხის უზრუნველყოფა.
** გუნდის მართვა და მენეჯმენტის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
** მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიების მართვა ბრენდის ცნობადობისა და დატვირთულობის გაზრდის მიზნით.
** ძირითადი პარტნიორებთან, ინვესტორებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება.
** შესაბამისობის უზრუნველყოფა ინდუსტრიის რეგულაციებთან, უსაფრთხოების პროტოკოლებთან და ოპერაციულ საუკეთესო პრაქტიკებთან.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი სასტუმრო მენეჯმენტში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მსგავს დარგში.
** 7-10 წლიანი მენეჯერული გამოცდილება სასტუმრო-აპარტამენტების მართვის ინდუსტრიაში.
** ლიდერობის, სტრატეგიული დაგეგმარებისა და ოპერაციული მართვის ძლიერი უნარები.
** ფინანსური მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების წარმატებული გამოცდილება.
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები.
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა; დამატებითი ენების ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კორპორატიულ დაზღვევას
** კვებას
შერჩევის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე"
გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტის ინფორმირება:
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" (ტელ: +995 577 208 787).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
|
|
|
|