Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ზღვა ლუდი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
"ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია "ზღვა ლუდი", ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და მომხარებლებს სთავაზობს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსახმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 15 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

"ზღვა ლუდი"-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2
ელ ფოსტა: hr@zgvaludi.ge

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

ძირითადი მოვალეობები:

** ლუდის ჩამოსხმა;
** პროდუქციის გაყიდვა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** აკონტროლებს საწყობიდან საქონლის მიღებას, ორგანიზებას უწევს მათ აღრიცხვასა და შენახვას;
** აწარმოებს ფულადი სახრებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას;
** აკონტროლებს აღჭურვილობის ტემპერატურული რეჟიმების შემოწმების გრაფიკის წარმოებას;
** თვალყურს ადევნებს მაღაზიაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვას;
** იცავს კომპანიაში არსებულ მომსახურების სტანდარტებსა და წესებს;
** ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** უცხოე ენები-რუსული ან/და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** 30% ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე;
** ტრანსპორტირებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@zgvaludi.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე