Робота для біженців з України
კარიერული განვითარების/კურს.დამთ.ურთ. სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარიერული განვითარების/კურს.დამთ.ურთ. სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ" აცხადებს ვაკანსიას კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები: კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული მხარდაჭერისა და პროფესიული განვითარების პროცესებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - ბაკალავრის ხარისხი;
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ენები - ინგლისური ენა (მინიმუმ B2 დონე);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

** CV-ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 02 მარტის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე