დასახელება:
ადამიანური კაპიტალის განვითარების/რესურსების მართვ. მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ელთიბი
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
კომპანია "ელთიბი" ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და რესურსების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი" - ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ლოკაცია: ქ.თბილისი, თორნიკე ერისთავის # 21
სამუშაოს მიზანი: ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების პროცესების დამენეჯმენტება
ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზაციის პოლიტიკის და კომპანიის ღირებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრაცია;
** ორგანიზაციის მართვის დოკუმენტების შესახებ ინიციატივების მომზადება/ცვლილებების შემუშავება;
** ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმისა და ანგარიშის შემუშავება;
** ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო პირობებით ტალანტების შერჩევის სტანდარტული პროცედურების შემუშავება და მათი დანერგვა;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგების ორგანიზება, შიდა ან/და გარე რესურსის გამოყენებით, ლიდერული განვითარების პროგრამების განსაზღვრა/ორგანიზება;
** თანამშრომელთა გუნდურობის ამაღლების მიზნით, არაფორმალური ღონისძიებების პერიოდული ორგანიზება;
** შეფასების სისტემის პერიოდული გადახედვა და მის დახვეწასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება, მენეჯმენტისათვის წარდგენა და მიღებული შედეგების თანამშრომელთათვის გაცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაგისტრის ხარისხი ორგანიზაციულ განვითარებაში, ფსიქოლოგიაში, HR მენეჯმენტში ან/და ბიზნეს ადმინისტრირებაში;
** 3 + წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელის პოზიციაზე, ორგანიზაციული განვითარების, HR სტრატეგიის ან ლიდერული განვითარების მიმართულებით;
** გუნდის განვითარების პროექტების მართვის გამოცდილება;
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმბილდინგი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და რესურსების მართვის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას.
"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!
|
|
|
|