დასახელება:
მებარგული
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ყვარლის ტბა
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
სასტუმრო კომპლექსი "ყვარლის ტბა" მდებარეობს საქართველოში, კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ბუნების საოცარ სილამაზეს და მაღალი კლასის სერვისს.
სასტუმროს კონცეფცია აერთიანებს კომფორტსა და თანამედროვეობას. სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 100 ნომერს, ბარ-რესტორნებს, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებს, სპას და განტვირთვის ზონებს, ველობილიკებს, ღია და დახურულ აუზებს, გამაჯანსაღებელ და გასართობ სივრცეებს.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გთავაზობთ საინტერესო შესაძლებლობებს ტურიზმის, მომსახურებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს, გუნდურობას და განვითარების მუდმივ სურვილს.
გამოიყენეთ შანსი და გახდით "ყვარლის ტბის" წარმატებული ისტორიის ნაწილი!
ვაკანსია: მებარგული (ბელბოი)
სამუშაო ადგილი - ქ. ყვარელი
სამუშაო გრაფიკი - სტანდარტული 5/2
სასტუმრო ყვარლის ტბა ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ მებარგულს, რომელიც გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** თანამშრომლობას დინამიურ და მეგობრულ გუნდთან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას და ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრებთან თავაზიანი შეხვედრა და მაღალი მომსახურების უზრუნველყოფა;
** სტუმრების დახმარება, მათი ჩანთების, ბარგისა და სხვა ნივთების ოთახამდე მიტანა;
** სტუმრებისთვის ოთახის ჩვენება და სასტუმროს სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს დატოვებამდე, სტუმრის ნივთების სათავსო ოთახში გადატანა;
** სათავსო ოთახის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** სტუმრებისათვის სასტუმროში და გარე ტერიტორიაზე ორიენტაციის გამარტივება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** თავაზიანი და სტუმართმოყვარე;
** კომუნუკაციის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;
** ორგანიზებული;
** სხარტი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|