Робота для біженців з України
ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი
მომწოდებელი: ფსიქოთერაპიული კერძო პრაქტიკა
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
ფსიქოთერაპიული კერძო პრაქტიკა ეძებს ფსიქოლოგს/ფსიქოთერაპევტს ნაწილობრივ განაკვეთზე (კვირაში 1 დღიდან თანდათან სრულ განაკვეთამდე გაზრდით) გუნდის გასაზრდელად.

ანაზღაურება: 40 ლარი საათობრივად ზრდის პერსპექტივით.

განათლება:

** ფსიქოლოგიის (სასურველია კლინიკური, თუმცა სხვა მიმართულებებიც განიხილება) ბაკალავრი ან მაგისტრი
** ფსიქოთერაპიის რომელიმე აღიარებული მიმართულების (გეშტალტი, ფსიქოანალიზი, კბთ, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია) პროგრამის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. აქვე, გაითვალისწინეთ, რომ პროგრამაში მოიაზრება მინიმუმ 3 წლიანი განგრძობითი განათლება.
** სასურველია ჰქონდეს დამატებითი განათლება ფსიქოთერაპიის მინიმუმ კიდევ ერთი მიმართულებით, თუნდაც მოკლევადიანი სასერტიფიკატო
** მინიმუმ 1 უცხო ენის ცოდნა იმ დონეზე, რომ შეეძლოს გაიღრმავოს ფსიქოთერაპიული ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება:

** მინიმუმ 3 წელი
** აუცილებელია ზრდასრულებთან მუშაობის გამოცდილება, სასურველია მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები და ეთიკა:

** აბსოლუტური აუცილებლობაა, რომ კანდიდატს ჰქონდეს გავლილი პირადი თერაპიის მინიმუმ 50 საათი და ზოგადად ეტყობოდეს თვით-რეფლექსიისკენ მიდრეკილება.
** სასურველია ჰყავდეს სუპერვიზორი ან გეგმავდეს სუპერვიზორთან ერთად მუშაობას უახლოეს მომავალში.

საბუთები:

რეზიუმე და 2-3 რეკომენდატორის სია; სასურველია რეკომენდატორი იყოს თქვენი კოლეგა ან კურსელი, რომელიც კარგად გიცნობთ, ვიდრე პროფესორი ან დამსაქმებელი.

ბოლო ვადა:

საბუთები მიიღება თებერვლის ბოლომდე, თუმცა რეზიუმეები განიხილება თანდათანობით. ელ-ფოსტის მისამართია: therapistintbilisi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე