დასახელება:
ექიმის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
Medical House
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა "მედიქალ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ექიმებისათვის დახმარების გაწევა პაციენტის მიღებისას
** პაციენტების რიგითობის კონტროლი
** სამედიცინო ისტორიის შექმნა
** პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტის შესაბამისად
აუცილებელი მოთხოვნები:
** საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
უნარები:
** გამართული მეტყველება
** კომუნიკაციის უნარი
** სერვისზე ორიენტირებულობა
** თავაზიანობა
** მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 17 მარტი.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 800 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@medicalhouse.ge და მიუთითეთ ელ. ფოსტის სათაურის ველში პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
მისამართი: თბილისი, ბერბუკის 7
ტელ: 2 330833
ვებ-გვერდი: http://www.medicalhouse.ge
ელ. ფოსტა: vacancy@medicalhouse.ge
შპს "საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულ კლინიკაში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|