დასახელება:
დეკანის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანის ასისტენტის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ:
"ბაუ" - "ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)
სამუშაო განაკვეთი: სრული (საჭიროების შემთხვევაში შაბათი დღეც)
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ანაზღაურება: 1500 ლარი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე.
სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
** მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანის დახმარება ადმინისტრაციული, სასწავლო და სამეცნიერო პროცესის ეფექტურად წარმართვაში;
** სკოლის საბჭოს სხდომების ორგანიზება, ოქმების მოგროვება და შენახვა;
** სკოლის ნებისმიერი სახის (ონლაინ, ადგილზე) შეხვედრების ორგანიზება, სტუდენტებთან, მოწვეულ, აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალთან;
** სტუდენტების კითხვებზე პასუხების გაცემას;
** შემოსული განცხადებების დახარისხება-შენახვა;
** მოხსენებითი ბარათების და წერილების შეგროვება;
** სტუდენტთათვის ცნობებისა და ინფორმაციის გაცემა;
** ინფორმაციის მიწოდება/კომუნიკაცია აკადემიურ, ადმინისტრაციულ და მოწვეულ პერსონალთან;
** აკადემიური პირებისაგან არასააუდიტორიო საათების, ხოლო ტუტორებისა და მენტორებისაგან სემესტრული ანგარიშების მოგროვება და შენახვა;
** პარტნიორი კლინიკებისა და უნივერსიტეტების ხელშეკრულებების რეესტრის განახლება;
** სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა და შესრულებაზე ზედამხედველობა;
** სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს სასწავლო პროცესის მენეჯერის საქმიანობის მიზნებიდან.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.
დაინტერესებულ კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|