დასახელება:
ფარმაცევტული საწყობის გამგე
|
მომწოდებელი:
ირისე
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
შპს "ირისე" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2000 წლიდან. კომპანია ახორციელებს სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტს, ექსპორტსა და დისტრიბუციას. ჩვენი პარტნიორები არიან წამყვანი ევროპული მწარმოებლები.
დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე http://www.irise.com.ge
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული საწყობის გამგის პოზიციაზე ქალაქ თბილისში/ლილოში.
საწყობი ფუნქციონირებს GDP სტანდარტის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება, დახარისხება (შენახვის პირობების შესაბამისად), წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე განთავსება;
** სამუშაო სივრცეში და საწყობში არსებული ტესტ-სისტემების აღწერა, აღრიცხვა;
** არსებული პროდუქციის გაცემა და აღრიცხვა დადგენილი სტანდარტით;
** სამუშაო სივრცეში და საწყობში არსებულ საქონლის ნაშთის კონტროლი;
** გეგმური ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;
** უშუალოდ სასაწყობო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. მათ შორის პროგრამული/ელექტრონული აღრიცხვა;
** ცოდნის ამაღლება, ტრენინგებსა და ტესტირებებზე დასწრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ფარმაცევტული (ბაკალავრის ხარისხსი);
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მათ შორის მისაღებია აფთიაქში მუშაობის გამოცდილება);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ, თქვენი განაცხადი და CV გამოაგზავნოთ მეილზე: office@irise.com.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28.02.2025
განცხადების ზემოთ აღნიშნულ მეილზე გამოგზავნით, თქვენ აცხადებს თანხმობას, რომ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|