Робота для біженців з України
ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** ბიზნესის განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული ტენდენციების მოკვლევა, შესაბამის მონაცემთა ანალიტიკა; მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ინიციატივების შემუშავება;
** ახალი საგანმანათლებლო პროდუქტის შექმნის ინიცირება, შესაბამისი ბიზნეს-გეგმის შემუშავებასა და პროდუქტის შექმნის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** ბიზნესის საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაძლო განვითარების ინიციატივების შემუშავება;
** შემოსავლის დამატებითი წყაროების იდენტიფიცირება და ინიცირება;
** ერთობლივი პროდუქტების/ პროექტების შექმნის მიზნით ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების/ კერძო კომპანიების/ საგანმანათლებლო დაწესებულებების იდენტიფიცირება და მათთან პარტნიორობის ინიცირება;
** ახალი პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის მართვა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება/ ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;

ძირითადი მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** მარკეტინგის, გაყიდვების ან/და პროდუქტის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** ინგლისურად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი (B2 დონე);
** Microsoft Excel-ში მუშაობის და მონაცემთა დამუშავების გამოცდილება;
** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Powerpoint, Excel);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: Vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 14 მარტი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე