დასახელება:
რეპორტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ალტე უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 14 მარტი
|
ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:
** უნივერსიტეტის საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა საგადასახადო კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** შეთანხმებული პერიოდულობით ხარჯების, შემოსავლების აღრიცხვა დროულად და მაქსიმალური სიზუსტით;
** სტუდენტების სწავლის გადასახადის ჩარიცხვების შესახებ რეპორტინგი;
** აგენტების საკომისიოს ყოველთვიური (ან საჭიროების შესაბამისად) კალკულაცია და რეპორტინგი;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების, დეკლარაციების მომზადება რეგულაციების შესაბამისად და დადგენილ ვადებში საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოებისთვის წარდგენა;
** საბუღალტრო ბაზაში ასახული ოპერაციების სისწორის პერიოდული შედარება;
** ფინანსურ სფეროში სიახლეების მიღებაზე ზრუნვა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს უნივერსიტეტის საფინანსო საქმიანობაზე, როგორიც არის საგადასახადო რეგულაციები, ფინანსური სტანდარტების ცვლილება და სხვა;
** უნივერსიტეტში არსებულ KPI-ების მონიტორინგის სოფტვეარში დეშბორდების შექმნა და ინფორმაციის განახლება;
** KPI-ები შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საქმიანობასთან;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია - ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** საფინანსო სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** Business Intelligence და ანალიტიკის ინსტრუმენტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა;
** Oris ბუღალტერია 7-თან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სამუშაოს სწორად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** გუნდურობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: Vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 14 მარტი.
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|