დასახელება:
სტაჟირება კვლევების ხელშეწყობისა და პროექტების დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
ალტე უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 14 მარტი
|
ალტე უნივერსიტეტი აცხადებს სტაჟირებას კვლევების ხელშეწყობისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტში.
ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:
** დეპარტამენტში მიმდინარე კვლევით საქმიანობაში დახმარება და აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კვლევის პოლიტიკისა და გაიდლაინების განხორციელების ხელშეწყობა;
** კვლევის გრანტის დაფინანსებისა და ანგარიშგების მართვაში დახმარება;
** საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** კვლევითი საქმიანობის მართვასა და მონიტორინგში დახმარება;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან კვლევითი პროექტების კოორდინაციასა და ხელშეწყობაში დახმარება;
** ცოდნის გაცვლისა და კომერციალიზაციის სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
** კონფერენციებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება;
** სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან საერთაშორისო თანამშრომლობისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საქმიანობასთან;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების: Word, Excel, Power Point-ის კარგი ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: Vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 14 მარტი.
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|