Робота для біженців з України
ინჟინერი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: CHCA
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი - "აფხაზეთი" (CHCA) აცხადებს ვაკანსიას პროექტ - "მწვანე მომავალი: უფლებებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა" ფარგლებში, ინჟინრის პოზიციაზე.

ინჟინრის მიერ უნდა მოხდეს ქ. ფოთში 20 მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის ინფრასტრუქტურული სკრინინგი და პასპორტიზაცია.

სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი
ანაზღაურება: 3200 ლარი
ანგარიშვალდებულება: (CHCA)-ს აღმასრულებელი დირექტორი, პროექტის მენეჯერი.

ინფორმაცია დამკვეთის შესახებ:

CHCA, დაარსებული 1995 წელს, არის ქართული არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. ორგანიზაციის საქმიანობები ხორციელდება გამჭვირვალედ, პროფესიონალიზმის, თანასწორობის, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით.

CHCA საქმიანობს საქართველოს 6 მხარეში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი), სამეგრელო (ზუგდიდი, წალენჯიხა, ფოთი, სენაკი), შიდა ქართლი (გორი, ქარელი, კასპი, ხაშური), კახეთი (თელავი, ლაგოდეხი), აფხაზეთი (გალი, ოჩამჩირე) და თბილისი.

ინფორმაცია პროექტის შესახებ

პროექტი, "მწვანე მომავალი:უფლებებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა" ხორციელდება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი - "აფხაზეთის" მიერ. UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ქ. ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დასახლებებში ადგილობრივი განვითარების, ინკლუზიური მმართველობის, გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების და გარემოს მდგრადობის ხელშეწყობა.

ინჟინრის ფუნქცია-მოვალეობები:

** ქ. ფოთში, 20 მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის ინფრასტრუქტურის სკრინინგის ჩატარება, რომელიც ფოკუსირებულია ენერგეტიკულ სისტემებზე, შენობის პირობებზე, საერთო თვისებებზე და მათ შესაძლებლობებზე განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებებისთვის;
** შესაბამისი ექსპერტი/ინჟინერი შეამოწმებს ინფრასტრუქტურულ კვანძებს, მზიდ კედლებს, სახურავებს, სარდაფებს, ადაპტირებას და შეადგენს დეფექტურ აქტებს;
** ექსპერტი/ინჟინერი მოახდენს შენობების პასპორტიზაციას.
** დასკვნების/დეფექტური აქტების შედგენა და ანგარიშების პროექტების შემუშავებას;
** საბოლოო ანგარიშის მომზადება, რომელიც უნდა მოიცავდეს რეკომენდაციებს შესაძლებლობების განვითარებისა და ინფრასტრუქტურული ინტერვენციების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო მენეჯმენტში, ინჟინერიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** დადასტურებული გამოცდილება სამშენებლო პროექტების მართვაში;
** კვლევის ჩატარებისა და კვლევითი ნაშრომის მომზადების გამოცდილება;
** ენერგოეფექტურობის მნიშვნელობის, მათ შორის მასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხების ცოდნა და გააზრება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ყურადღებიანობა, დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის გაკეთება:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) და საქმიანობის განხორციელების ხედვა/გეგმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - monitoring@chca.org.ge. მონაწილეებმა რეზიუმეში უნდა მიუთითონ სფეროში გამოცდილება, განხორციელებული პროექტები, მომსახურების ხასიათი, მოცულობა და განხორციელებული სამუშაოს შედეგები. განხორციელების გეგმა უნდა მოიცავდეს პროცესის და მისი შედეგობრივი ნაწილის სრულ და სათანადო აღწერას აგრეთვე სერვისის ჯამურ ბიუჯეტს, ყველა დაგეგმილი და შესაძლო ხარჯის გათვალისწინებით.

განაცხადების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი რეზიუმესა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობისა და გასაუბრების შედეგად.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 23 თებერვლის 18:00 საათისა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე