Робота для біженців з України
მკვლევარი - ფოთი, ხობი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მკვლევარი
მომწოდებელი: CHCA
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი - "აფხაზეთი" (CHCA) აცხადებს ვაკანსიას პროექტ - "მწვანე მომავალი: უფლებებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა" ფარგლებში, მკვლევრის პოზიციაზე.

მკვლევრის მიერ უნდა მოხდეს ფოთსა და ხობში მაცხოვრებელ (300 ინდივიდი) დევნილთა გამოკითხვა და შეფასების ჩატარება შემდგომში ცოდნის, დამოკიდებულებებისა და ინფრასტრუქტურის შეფასების მეთოდოლოგიის შესამუშავებლად.

სამუშაო ადგილი: ფოთი, ხობი.
ანგარიშვალდებულება: (CHCA)-ს აღმასრულებელი დირექტორი, პროექტის მენეჯერი.

ინფორმაცია დამკვეთის შესახებ:

CHCA, დაარსებული 1995 წელს, არის ქართული არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. ორგანიზაციის საქმიანობები ხორციელდება გამჭვირვალედ, პროფესიონალიზმის, თანასწორობის, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით.

CHCA საქმიანობს საქართველოს 6 მხარეში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი), სამეგრელო (ზუგდიდი, წალენჯიხა, ფოთი, სენაკი), შიდა ქართლი (გორი, ქარელი, კასპი, ხაშური), კახეთი (თელავი, ლაგოდეხი), აფხაზეთი (გალი, ოჩამჩირე) და თბილისი.

ინფორმაცია პროექტის შესახებ

პროექტი, "მწვანე მომავალი: უფლებებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა" ხორციელდება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი - "აფხაზეთის" მიერ. UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ქ. ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დასახლებებში ადგილობრივი განვითარების, ინკლუზიური მმართველობის, გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების და გარემოს მდგრადობის ხელშეწყობა.

მკვლევრის ფუნქცია-მოვალეობები:

** საჭიროებების შეფასების დიზაინისა და მეთოდოლოგიის მომზადება, კვლევის ინსტრუმენტებთან ერთად, როგორიცაა მონაცემთა შეგროვების დისკუსიის სახელმძღვანელო;
** მონაცემთა შეგროვება წინასწარ განსაზღვრულ მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მათ შორის:
** 300 ნახევრად სტრუქტურირებულ ინტერვიუს ჩატარება სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებთან.
** დევნილთა ცოდნისა და დამოკიდებულების მეთოდოლოგიის შემუშავდება დევნილთა თემებისა და HOA-ს ლიდერების მონაწილეობით;
** ანალიტიკური კვლევის ანგარიშის შემუშავება, რომელიც შეიცავს მეთოდოლოგიაში განსაზღვრული კვლევის მიზნისა და ამოცანის შესაბამის დასკვნებს;
** შესრულებული სამუშაოების საბოლოო ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** კვლევის პრინციპების, კონცეფციების, პრაქტიკისა და მეთოდების ცოდნა;
** კვლევის ჩატარებისა და კვლევითი ნაშრომის მომზადების გამოცდილება;
** ენერგოეფექტურობის მნიშვნელობის, მათ შორის მასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხების ცოდნა და გააზრება;
** დევნილ ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ყურადღებიანობა, დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის გაკეთება:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) და საქმიანობის განხორციელების ხედვა/გეგმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - monitoring@chca.org.ge. მონაწილეებმა რეზიუმეში უნდა მიუთითონ სფეროში გამოცდილება, განხორციელებული პროექტები, მომსახურების ხასიათი, მოცულობა და განხორციელებული სამუშაოს შედეგები. განხორციელების გეგმა უნდა მოიცავდეს პროცესის და მისი შედეგობრივი ნაწილის სრულ და სათანადო აღწერას აგრეთვე სერვისის ჯამურ ბიუჯეტს, ყველა დაგეგმილი და შესაძლო ხარჯის გათვალისწინებით.

განაცხადების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი რეზიუმესა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობისა და გასაუბრების შედეგად.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 23 თებერვლის 18:00 საათისა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე