დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პილარ ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
სამშენებლო კომპანია შპს "პილარ ქონსთრაქშენი" Pillar Park-ის პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
Pillar Park არის ახალი დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი უბანი დიღომი 8-ში, რომელიც მოიცავს 65, 000 მ2 სარეკრეაციო სივრცეს, პარკს, ღია აუზს, ველობილიკებს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის I ჩიხი 2ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 3000 - 3500 ლარი (NET)
ძირითადი მოვალეობები:
** შესასყიდი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
** მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთილი მასალების დროულად შესყიდვისა და ობიექტზე მიწოდების უზრუნველყოფა;
** ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** მომწოდებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** შესყიდვის შეკვეთის დოკუმენტის ფორმირება;
** ფინანსური განყოფილების მოთხოვნების შესაბამისად მიღება - ჩაბარების დოკუმენტების მომზადება და დროულად მიწოდება;
** საწყობთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა;
** არსებული და პოტენციური მომწოდებლების ანალიზი და შეფასება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით)
** შესყიდვებში არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამშენებლო სფეროში)
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MC Office (Word, Excel)) ცოდნა.
უნარები:
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "პილარ ქონსთრაქშენის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@pillar.ge
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე E-mail-ზე: hr@pillar.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: ვაკანსიის დასახელება - შესყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|