დასახელება:
ექთანი ლაბორანტი
|
მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექთანი ლაბორანტის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა, ლაბორატორიის მედდა;
** მისაღებია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები მე-7 სემესტრიდან;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
** ლაბორატორიული კვლევებისთვის ანალიზისთვის საჭირო მასალის აღება, დამუშავება, ტრანსპორტირება და შენახვა;
** საკვები ნიადაგების მომზადება, სტერილიზაცია, შენახვა და კონტროლი;
** უსაფრთხოების წესების დაცვა;
** გაიდლაინების მიხედვით მუშაობა;
** შიდა სამუშაო პროტოკოლების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 12.03.2025-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|