Робота для біженців з України
უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
გადამზიდი კომპანია სფეისკარგო, აცხადებს ვაკანსიას უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ თელავის ფილიალში.

ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე. მანამდე უნდა უზრუნველვყოთ შერჩეული კადრების გადამზადება.

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** ტვირთების მიღება/დახარისხება, თაროებზე განთავსება;
** მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ამანათის გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
** საწყობის აღწერა საჭიროებებიდან გამომდინარე

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე, კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება 700 ლარი (ხელზე ასაღები)
** მოქნილი საბონუსე სისტემა;
** ჯანმრთელობის კონკურენტული დაზღვევა;
** სპეც. ტარიფები კომპანიის სერვისებზე.
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევის ჩათვლით 10:00 -18:30 მდე, შაბათი: 11:00- 15:00

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (sv) შემდეგ ელ. ფოსტაზე hr@spacecargo.ge გადმოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი თელავის ფილიალში) დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე