დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სფეის კარგო
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
გადამზიდი კომპანია სფეისკარგო https://www.spacecargo.ge/Home აცხადებს ვაკანსიას, ქალაქ თელავში, ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე.
სფეისკარგო ახორციელებს ნებისმიერი სირთულის ტვირთების იმპორტს და ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში. გვაქვს როგორც საცალო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები.
ძირითადი უფლება - მოვალეობები:
** მიმდინარე პროცესების მართვა/ მონიტორინგი;
** ფილიალის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მათ მოტივაციაზე, განვითარებაზე ზრუნვა;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** რეპორტების და ანალიზის საფუძველზე, საჭიროებებიდან გამომდინარე, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლების დროული ჩართულობა და რეაგირება;
** აქტიური ჩართულობა ფილიალის გეგმების შესრულებაში;
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა;
ძირითადი მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ლიდერული უნარ/ჩვევები;
** მიზანმიმართულობა და შედეგების მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის და მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** კონკურენტულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეც. ტარიფებს კომპანიის სერვისებზე.
** ანაზღაურება 900 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევის ჩათვლით 10:00 -18:30, შაბათი: 11:00- 15:00 (ერთ საათიანი შესვენების გათვალისწინებით)
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (sv) შემდეგ ელ. ფოსტაზე hr@spacecargo.ge გადმოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (თელავის ფილიალის მენეჯერი)
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|