დასახელება:
მთავარი ბუღალტრის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Go-Playgrounds
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდსი" არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" ეძებს გუნდის ახალ წევრს მთავარი ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.
აუცილებელია, კანდიდატმა კარგად იცოდეს ინგლისური ენა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ინვოისების, სასაქონლო ზედნადებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა და კონტროლი;
** მცირე ანგარიშების შედგენა ხელმძღვანელის მითითებით, სხვა და სხვა ტიპის ანგარიშების შედგენა (შიდა ფაილები) ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად;
** საჭირო დოკუმენტაციის მოძიება და გადაცემა შესაბამის პირებთან;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (ORIS, Balance), ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და პროგრამული ასახვა;
** შესყიდვებისა და რეალიზაციის პროგრამაში ბუღალტრული აღრიცხვა;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება და მათი პროგრამული ასახვა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** საბაზისო ცოდნა საბუღალტრო პრინციპების და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავდაჯერებულობა;
** ორგანიზებულობა.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მთავარი ბუღალტრის ასისტენტი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსმა" დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|