Робота для біженців з України
უფროსი Java დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი Java დეველოპერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი Java დეველოპერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაწილეობა პროდუქტის შექმნის სრულ ციკლში, როგორიც არის დიზაინის შემუშავება, კოდინგი, ხარვეზების აღმოფხვრა, დოკუმენტირება;
** მრავალჯერადად გამოყენებადი პროგრამული კომპონენტებს და ბიბლიოთეკის შექმნა;
** პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრის პროცესში ჩართულობა;
** გუნდთან ერთად ბიზნეს ამოცანების ანალიზი და ტექნიკური იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება.

ცოდნა და უნარები:

** მინიმუმ ორწლიანი თანამედროვე პროგრამირების ენაზე გამოყენებით კომპლექსური პროგრამული კომპონენტების შექმნის გამოცდილება;
** Spring-ის ტექნოლოგიის გამოყენებით პროგრამული კომპონენტების შექმნისა და განვითარების გამოცდილება;
** მონაცემთა სტრუქტურების/ ალგორითმების საფუძვლების ცოდნა;
** SQL და ORM ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა (JPA2, Hibernate);
** MVC, JDBC, gRPC და RESTful კონცეფციების ღრმა ცოდნა;
** პრაქტიკული გამოცდილება Java- ს მიკროსერვისულ არქიტექტურასთან, Spring-Boot- ის გამოყენებით;
** SVN, Git პროგრამული კოდის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა
** მრავალ მოდულიანი სისტემის არქიტექტურის შემუშავების გამოცდილება, თანამედროვე პრინციპების/მიდგომების გამოყენებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gcjobs@gc.ge არაუგვიანეს 2025 წლის 25 თებერვალს. გთხოვთ, სათაურის (`Subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე