Робота для біженців з України
ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი
მომწოდებელი: მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
enagram.ai აცხადებს ვაკანსიას ხელოვნური ინტელექტის ინჟინრის (AI Engineer) თანამდებობაზე.

პირობები:

** სამუშაო შესასრულებელია დისტანციურად
** შეგიძლიათ წინასწარ შეგვითანხმოთ კვირაში რამდენი საათის დათმობას შეძლებთ სამუშაოსთვის.

სამუშაოს აღწერილობა:

NLP და ხმასთან დაკავშირებული პროდუქტები შექმნა, განვითარება და ჰოსტინგი, მათ შორის ღრუბლოვან პლატფორმებზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მოდელების შემუშავება, გაწვრთნა და ოპტიმიზაცია
** მოდელების განთავსება და ჰოსტინგი ღრუბლოვან პლატფორმებზე
** მონაცემთა წინასწარი დამუშავება და ანალიზი
** მოდელების მონიტორინგი და შესრულების ოპტიმიზაცია
** კოდის დოკუმენტირება და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა

მოთხოვნები:

** მანქანური სწავლებაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** ტრანსფორმერი
** PyTorch ან/და TensorFlow

შემდეგი Cloud და MLOps ტექნოლოგიების ცოდნა ჩაითვლება პლუსად:

** AWS, GCP, ან Azure
** Docker
** Kubernetes (სასურველია)
** MLflow ან მსგავსი ML ექსპერიმენტების თრექინგის ხელსაწყოები
** CI/CD პრაქტიკები

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელმისამართზე: hr@enagramm.com

ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე