Робота для біженців з України
მდგრადობის/ESRS პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მდგრადობის/ESRS პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მდგრადობის/ESRS პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** პროექტის დეტალური გეგმის შექმნა, დავალებების განაწილება, რისკების შეფასება და პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი;
** პროექტისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** კომპანიის სხვადასხვა მიმართულების სამსახურთან თანამშრომლობა ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების/განხორციელების მიზნით და შესაბამისი დავალებების შექმნა/მონიტორინგი;
** მდგრადობის სფეროში არსებული სიახლეების შესწავლა, ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** შესაბამისი პოლიტიკა/გაიდლაინების შემუშავება;
** მონაცემების დამუშავება, რეპორტინგის წარმოება და წარმოებული ანგარიშის მიწოდება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
** რეპორტინგის ფორმების შემუშავება, დანერგვა და არსებული ფორმების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში ჩართულობა.
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების, მდგრადობის მენეჯმენტის, გარემოსდაცვით მეცნიერებების მიმართულებით;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე სფეროში;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მდგრადობის/ESRS პროექტის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 6 მარტი.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე