დასახელება:
ERP მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ERP მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სამუშაო ცვლების შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
** ქსელის გაყიდვების 1C პროგრამაში ასახვის ყოველდღიური მონიტორინგი და პრობლემის აღმოფხვრა;
** სხვადასხვა ხარვეზებით გამოწვეული დაზიანებების დიაგნოსტირება და საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციული ბაზის გასწორება;
** არსებული საცალო ბაზების ზომების კონტროლი და მისი განულება;
** ახალი მომხმარებლების პროგრამის ინსტალაცია, მათთვის წვდომის დონეების განსაზღვრა სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე;
** მხარდაჭერის ჯგუფის უფროსის მიერ პროგრამის პერიოდული მონიტორინგის საფუძველზე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა;
** ახალი ობიექტების გახსნისთვის მომზადება პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით;
** პროგრამის ყოველი განახლებისას და ახალი მოდულის ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე პროგრამის ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და გასწორების მიზნით;
** თანამშრომლების მხარდაჭერა და კონსულტაცია პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** პროგრამის მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა ტიპის ანგარიშგების აწყობა;
** კომპანიაში არსებული მხარდაჭერის პორტალის მონიტორინგი, მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული მხარდაჭერის საკითხების მოგვარების მიზნით.
** კომპანიაში არსებული შიდა აპლიკაციების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ტექნიკური ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
** მსგავს პროფესიულ სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერის აგებულების და ოპერაციული სისტემის (MS Windows XP7810) ზოგადი ცოდნა;
** სასურველია 1C ERP-UP ან 1C სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კომპიუტერის და POS (გაყიდვის წერტილის) პერიფერიული მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) HR@orinabiji.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|