Робота для біженців з України
მაღაზიის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის თანამშრომელი
მომწოდებელი: Magnolia Film Lab
გამოქვეყნდა: 08 თებერვალი / ბოლო ვადა: 08 მარტი
"Magnolia Film Lab" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის თანამშრომლის პოზიციაზე.

"Magnolia Film Lab" არის ფირის ფოტო ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ფოტო ფირების გამჟღავნებისა და გაციფრულების სერვისებს; ფირის კამერების, ფირებისა და ფოტოაქსესუარების რეალიზებას.

მაღაზიის თანამშრომელი ასრულებს გადამწყვეტ როლს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში, ხელს უწყობს კომპანიის სერვისების განვითარებასა და მომხმარებლის პოზიტიურ გამოცდილებას.

მოვალეობები:

** ფოტოგრაფებთან ურთიერთობა და მათთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის და სერვისების სრულყოფილად ცოდნა და მომხმარებლისთვის შეთავაზება;
** არსებული პროდუქციის განთავსება დარბაზში კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** ფირის ან ზოგადად ფოტოგრაფიის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელთან გამართული და პოზიტიური კომუნიკაციის უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარები.

სამუშაო დეტალები:

** ანაზღაურება: 1200 ლარი
** სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე
** სამსახურის მდებარეობა: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 8. Fabrika

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ მოკლე სამოტივაციო წერილი და რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@magnoliafilmlab.com. მეილის დასახელებაში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე